суббота, 10 декабря 2011 г.

მწვანე აფთიაქი


1.პროქტის სახელი :  მწვანე აფთიაქი
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია სამკურნალო მცენარეების მოძიება და მათი სამკურნალო თვისებების დადგენა.
3.პროექტის სრული აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეები გათვითცნობიერებულ იქნან ჩვენი ქვეყნის ფლორის სიმდიდრესა და გამოყენებაში. მოიძიონ ის სამკურნალო მცენარეები, რომლებიც მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ხარობენ და გაუფრთხილდნენ მათ. შეხვდნენ სოფლის უხუცეს ადამიანებს, რომელთაგანაც ისინი ჩაიწერენ ზოგიერთი მცენარის აქამდე უცნობ სამკურნალო დანიშნულებას.
4.მონაწილეთა ასაკი: 9-17 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობები: 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შექმნიან ფოტოალბომს,მოიძიებენ მასალას ინტერნეტში, მოაწყობენ გამოფენას,გამოაქვეყნებენ ინტერვიუებს,დაამზადებენ ბუკლეტებს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ საქართველოს  თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელ მცენარეთა საფარს, განუვითარდებათ კვლევა-ძიების, კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობის,საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი, მეტი სიყვარული და პატივისცემა გაუჩნდებათ თავისი ქვეყნის ბუნების მიმართ.
8.სარგებელი სხვებისთვის:   მეტი გულისხმიერებით მოეპყრობიან ბუნებას, ეცდებიან ზიანი არ მიაყენონ მას, რადგან მას უზომოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია თითოეული მათგანის ჯანმრთელობისთვის. დაეხმარებიან გარშემომყოფებს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

 ბუნებისმეტყველება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია,ხელოვნება.
კვლევა-ძიების , მონაცემების მოპოვების და მისი დამუშავების უნარების განვითარება. ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ლეილა არაბული-დუშეთის სსიპ სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
12.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
lelaarabuli20@gmail.com

დიფუზია

გაკვეთილის თემა
დიფუზია
სწავლების საფეხური/კლასი
მე-2 საფეხური/ მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
რვა
აქტივობის მიზნები და შედეგები
პრობლემის დასმის და მისი გადაჭრის უნარის, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება. ცდების მეშვეობით დიფუზიის მოვლენის გამოკვლევა, ხელშენწყობი და შემაფერხებელი ფაქტორების განსხვავება.აზრის გამოთქმის და მისი მიწოდების, კომუნიკაციის,მიღებული ცოდნის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების უნარის
ესგთ-თი  განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, პრობლემის  დასმის და მისი გადაჭრის უნარის განვითარება. დიფუზიის მოვლენის შესწავლის შედეგად მისი მნიშვნელობის და უარყოფითი შედეგების კლასიფიკაციის უნარის შეძენა. თანამშრომლობის უნარის შეძენა.












თანმიმდევრობა
კლასის სწრებადობის შემოწმება და ჟურნალში არების დაფიქსირება.  ( 2 წუთი )

აქტივობა: საშინაო დავალების ( ცდის) პრეზენტაცია.(10 წუთი)

ცდა: მოსწავლეს უნდა აეღო ჩაის ორი პაკეტი. ერთი მათგანი უნდა გაეხსნა ცივ წყალში, ხოლო მეორე-ცხელში.
სავარაუდო პასუხები:
.
მოსწავლე პრეზენტაციაში ამბობს, რომ ჩაის პაკეტი ცხელ წყალში უფრო მალე გაიხსნა ვიდრე ცივში. ეს მიუთითებს, რომ ნივთიერება შედგება მოლეკულებისგან და ისინი მაღალ ტემპერატურაზე უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე დაბალ ტემპერატურაზე.

შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობ დიფუზიის ცნებას: მოვლენას, რომლის დროსაც ნივთიერებები თავისთავად შეერევიან ერთმანეთს, დიფუზია ეწოდება.
 
აქტივობა: კითხვა-პასუხი (10 წუთი)

 ვსვამ შეკითხვას: სითხეების გარდა, თუ შეგიმჩნევიათ დიფუზია აირებში?

სავარაუდო პასუხები:
ა) მძაფრი სუნამოს სუნი საკმაოდ შორს ვრცელდება.
ბ) მინდორში ყვავილების სუნი შორს ვრცელდება
გ) ნაგვის ურნებთან ვცდილობთ სწრაფად ჩავიაროთ, რომ უსიამოვნო სუნს დროზე გავეცალოთ და ა.შ.
კლასს ვეუბნები,რომ აირის მოლეკულები მოძრაობენ და მათ შორის არის შუალედები. ისინი სხვადასხვა მხარეს მიემართებიან: სწორედ ამიტომ ჰაერის და სხვა ნივთიერებების მოლეკულები თავისთავად ერევა ერთმანეთს.

ვსვამ შეკითხვას: სად უფრო სწრაფად მიმდინარეობს დიფუზია, ერთი და იგივე ტემპერატურაზე, ჰაერსა თუ სითხეებში?

აქტივობა: წყვილებში მუშაობა (5 წუთი)


სავარაუდო პასუხი:
. ერთსა და იმავე ტემპერატურაზე აირებში უფრო სწრაფად მიმდინარეობს დიფუზია ვიდრე სითხეებში

მოსწავლეებს ვუყვები ცდის შესახებ, რომელიც ამტკიცებს დიფუზიის მიმდინარეობას მყარ სხეულებში: გაპრიალებული ოქროს ფირფიტა მოათავსეს ტყვიის ფირფიტაზე. ზემოდან დაადეს დიდი სიმძიმის ტვირთი. ხუთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი ხუთ მილიმეტრი სისქეზე შეეზარდნენ ერთმანეთს.

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დიფუზია მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის, რადგან ჟანგბადი დიფუზიის შედეგად კანის გავლით ხვდება ორგანიზმში .
 კლასს ვეუბნები, რომ დიფუზია არის , როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ჯანმრთელობისათვის. შემდეგ ვავალებ მოსწავლეებს: დამისახელეთ მაგალითები, რომლებიც ადასტურებენ დიფუზიის მავნებლობას  და მოიფიქრეთ როგორ ავიცილოთ საფრთხე თავიდან.

 აქტივობა: ჯგუფური მუშაობა  ( 10 წუთი) 

სავარაუდო პასუხები:
. ბუნებრივი აირის მოხმარებისას ოთახში გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც საშიშია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ხშირად უნდა განიავდეს ბინა და აუცილებლად უნდა იქნეს დამონტაჟებული გამწოვი.
. ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა დადის, რომელთა შორის ბევრი გაუმართავია და ბევრი გამონაბოლქვი აქვს, რაც საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის . საჭიროა ავტომანქანა იყოს ტექნიკურად გამართული.

მოსწავლეებს ვავალებ, რომ ინტერნეტში მოძებნონ დიფუზიის შედეგად გამოწვეული უარყოფითი მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა . (5 წუთი)



შეფასება
მოსწავლეებს ვაფასებ ორ კომპონენტში: საშინაო  და საკლასო დავალებებში. (2 წუთი)

საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო, ცარცი, რვეული, საწერი კალამი,კომპიუტერი.